შპს ფრიზერი 2015 წელს თბილისში დაარსდა. თავიდანვე კომპანიის მიზანი იყო ინოვაციური პროდუქტების წარმოება და გაყიდვა. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს და ყიდის პროდუქციას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პირველი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა, იყო მენთოლის ტაბლეტები სახელწოდებით „ფრიზერი“. თავიდან მხოლოდ ერთი არომატი იყო - მენთოლი. მოგვიანებით კი 5 ახალი არომატი დაემატა: მარწყვი, საზამთრო, ფორთოხალი, ორმაგი მენთოლი და კაპუჩინო.
2017 წლიდან კომპანიამ სხვადასხვა დასახელების ენერგეტიკული სასმელების წარმოებაც დაიწყო. ამჟამად ფრიზერის ენერგეტიკული სასმელები იყიდება Big Bull-ის ბრენდის ქვეშ 0,33 ლიტრიანი ალუმინის ქილაში.
2020 წელს კომპანიის პორტფოლიოს ახალი ბრენდი Doctor Dry დაემატა. ეს არის ანტიპერსპირანტი ბალიშები ორ სხვადასხვა შეფუთვაში: მუყაოს შეფუთვა 18 ცალი და პლასტმასის შეფუთვა 80 ცალი.
ფრიზერის პროდუქტები იყიდება საცალო მაღაზიებში, აფთიაქებსა და ჰიგიენურ პუნქტებში. კომპანია მზადაა განიხილოს პარტნიორობა ადგილობრივ და უცხოურ დისტრიბუტორებთან, საბითუმო ან საცალო ობიექტებთან.